bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Corinthians 3
1 Corinthians 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
1
ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
2
რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგიძთ,
3
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?
4
რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე: მე აპოლოსისა ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
5
აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა.
6
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
7
ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
8
დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ.
9
ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღვთის ყანა და ღვთის შენობა.
10
მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე.
11
ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
12
და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, –
13
თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის.
14
ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
15
ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან.
16
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
17
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.
18
ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს.
19
ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“
20
და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“
21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია.
22
გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია.
23
თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16