bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Kings 19
2 Kings 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 20 →
1
როცა გაიგონა ხიზკიაჰუმ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.
2
და გაგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ძაძებით მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაისთან, ამოცის ძესთან.
3
და უთხრეს: „ასე ამბობს ხიზკიაჰუ: ‘გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4
ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან ცოცხლები.’“
5
და მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
6
და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ‘ასე ამბობს უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7
მოვუვლენ სულს და მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. და მისსავე ქვეყანაში მახვილით დავცემ.’“
8
და დაბრუნდა რაბშაკე და აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი.
9
თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო. უთხრეს: „აჰა, შენთან საომრად გამოვიდა.“ და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:
10
„ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: ‘არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
11
ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
12
აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
13
სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ყივას მეფე?’“
14
და გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულს, და წაიკითხა, და ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15
და ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა.
16
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე და დაინახე, ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
17
მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
18
და ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო.
19
აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.“
20
და შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
21
ეს არის, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: ‘დაგცინის, გამასხრებს ქალწული, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22
ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა? და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
23
შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე, და გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, და შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში,
24
და ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
25
ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე? რომ წინა დღეებში გაწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26
მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, და შეშინდნენ და სირცხვილში არიან, მინდვრის ბალახივით შეიქმნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
27
ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ როგორ მედიდგულები.
28
იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ,
29
და ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს – ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, და ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
30
კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს.
31
რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი, და ნატამალი – სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
32
ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
33
უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. და ვერ შევა ამ ქალაქში,’ – ამბობს უფალი, –
34
‘მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის.“
35
იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36
და აიყარა, და წავიდა, და გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
37
ერთხელ, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელებმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25