bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Samuel 4
2 Samuel 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
1
და როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
2
ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს – რეხაბი, რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთი ბენიამინში ირიცხებოდა.
3
თავად ბეეროთელნი გითაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.
4
და იონათანს, საულის ძეს, ერთი ფეხმტკივანი ძე ჰყავდა. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. და ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა. გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი იყო მეფიბოშეთი.
5
და წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები – რეხაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.
6
და აჰა, რეხაბი და ბაყანა, მისი ძმა შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. და მიიმალნენ.
7
როცა ისინი შევიდნენ სახლში, [იშბოშეთს] თავის საწოლზე ეძინა, საწოლ ოთახში, და მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. და წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს ყარაბას გზით.
8
და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის, ძისა, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა, შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.
9
და მიუგო დავითმა რეხაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!
10
თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად, რომ სამახარობლო მიმეცა,
11
რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოვკითხო მისი სისხლი და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?“
12
და უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი. და ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოშეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს ხებრონში.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24