bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Thessalonians 3
2 Thessalonians 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
აბა, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის,
2
რათა განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველაში როდია რწმენა.
3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
4
ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ.
5
უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში.
6
ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.
7
რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის.
8
მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.
9
არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.
10
ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,“
11
რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს.
12
ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
13
თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.
14
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.
15
ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
16
თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
17
მოკითხვა ჩემი, პავლეს, ხელით, რაც ნიშანია ყოველ ჩემს წერილში. მე ასე ვწერ.
18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3