bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 6
Ecclesiastes 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
1
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზის ქვეშ და გვხვდება ადამიანთა შორის:
2
ზოგიერთ კაცს ღმერთი აძლევს სიმდიდრეს და ქონებას და პატივს და არაფერს არ აკლებს მის სულს ყოველივედან, რასაც ისურვებს, მაგრამ ღმერთი მას არ აძლევს ძალას, რომ ისარგებლოს ყველაფრით ამით. ეს ამაოება და ავი სატკივარია.
3
თუ კაცმა შვა ასი შვილი და მრავალ წელს იცოცხლა, რა ბევრიც არ უნდა იყოს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საფლავიც არ ეღირსა, მე ვიტყვი: „დაუბადებელიც მასზე ბედნიერია!
4
რადგან ამაოებაში მოვიდა და ბნელში წავა და ბნელში დაიფარება მისი სახელი.
5
მზე არც უნახავს და არც გაუგია. ამას მეტი შვება აქვს, ვიდრე იმას.
6
და ათასი წელიც რომ ეცხოვრა ორჯერ და სიკეთე არ ეხილა, განა ყოველივე ერთ ადგილას არ მიდის?“
7
ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა, მაგრამ სული არ ივსება.
8
რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს ბრიყვის წინაშე? და რა – ღარიბს, რომელმაც იცის ცოცხალთა წინ სიარული?
9
სჯობს თვალით ნანახი სულის ნაოცნებარს. ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
10
რაც იყო, მას უკვე ეწოდა სახელი და ცნობილია, რა არის ადამიანი, რადგან ვერ შეძლებს თავისზე ძლიერთან დავას.
11
მართლაც არსებობს ბევრი საგანი, რომელიც ამრავლებს ამაოებას. რა სარგებელი აქვს ადამიანს?
12
რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში, მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომელთაც ის ატარებს ჩრდილივით? და ვინ ეტყვის ადამიანს, რა იქნება მის შემდეგ მზის ქვეშ?
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
Recommended Reading
Commentary
Ecclesiastes Commentaries
→
Devotional
Ecclesiastes Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→