bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ephesians 6
Ephesians 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
1
დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია
2
„პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –
3
რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.“
4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5
დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს,
6
არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც სულით არსულებენ ღვთის ნებას
7
და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.
8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს, უფლის მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9
თქვენ კი, ბატონებო, მათაც ასევე მოექეცით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას.
12
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ.
14
მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,
15
და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17
აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,
19
ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით გაცხადებით ვაუწყო, რომლის ელჩიცა ვარ,
20
სახარების საიდუმლო, ბორკილდადებულმა, რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21
რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს გაუწყებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური,
22
რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რათა შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელებაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
All chapters:
1
2
3
4
5
6