bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Esther 7
Esther 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 8 →
1
და ეწვივნენ მეფე და ჰამანი ესთერ დედოფალს სანადიმოდ.
2
და ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც ღვინის სმის დროს: „რა არის შენი სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცემა! და რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.“
3
და მიუგო ესთერ დედოფალმა და უთხრა: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ ინებებს მეფე, მომცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.
4
რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ – მე და ჩემი ერი – გასაწყვეტად, დასახოცად და დასაღუპად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ ზღავს მეფის ზარალს.
5
და თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: „ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ამის ჩადენა?“
6
და თქვა ესთერმა: „მოქიშპე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!“ ელდა ეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე.
7
ადგა განრისხებული მეფე ნადიმიდან და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა სიცოცხლის შენარჩუნება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისაგან, რადგან ხედავდა, რომ მისი დაღუპვა გადაწყვეტილი იყო მეფისაგან.
8
და როდესაც მეფე დაბრუნდა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში, ჰამანი იმ სარეცელზე დამხობილი დაუხვდა, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობს ჩემთან სახლში?“ სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და მაშინვე დაუფარეს სახე ჰამანს.
9
და ხარბონამ, ერთმა საჭურისთაგანმა, მეფის წინაშე განაცხადა: „აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, მეფისთვის კეთილის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთა სიმაღლით.“ და თქვა მეფემ: „ჩამოჰკიდეთ მასზე!“
10
და ჩამოჰკიდეს ჰამანი იმ ძელზე, მორდექაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული და დაცხრა მეფის რისხვა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
Recommended Reading
Commentary
Esther Commentaries
→
Devotional
Esther Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→