bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezra 1
Ezra 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
1
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მან გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში, და წერილობითაც განაცხადა და თქვა:
2
„ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ‘დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.
3
ვინ არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმს, იუდაში რომ არის, და ააშენოს უფლის, ისრაელის ღმერთის, სახლი. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია!
4
და ყველა დანარჩენს: ყველგან, სადაც ის ცხოვრობს, ხელი გაუმართონ იმ ადგილის კაცებმა ვერცხლით, ოქროთი და საქონლით, ნებაყოფლობით ძღვენთან ერთად, უფლის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!’“
5
და ადგნენ იუდასა და ბენიამინის მამის სახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც კი სული აღუძრა ღმერთმა, რათა ამოსულიყვნენ იერუსალიმში უფლის სახლის ასაშენებლად.
6
და ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი და საქონლით და ძვირფასეულობით, გარდა ყველაფერ იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.
7
ხოლო მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და დააწყო თავისი ღმერთების სახლში, –
8
და გამოიტანა იგი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე მეგანძურის ხელით, და თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდას მთავარს.
9
და აი მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი – ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი – ათასი, ოცდაცხრა დანა,
10
ოქროს ბარძიმი – ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი – ოთხას ათი, და სხვა ჭურჭელი – ათასი.
11
ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სულ იყო ხუთი ათას ოთხასი. ეს ყოველივე ამოიტანა შეშბაცარმა, როცა გადასახლებულები ბაბილონონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10