bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Galatians 6
Galatians 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.
2
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
3
ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს.
4
ხოლო ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით.
5
ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს.
6
სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებდეს დამმოძღვრელს.
7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.
8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
10
მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით.
11
ნახეთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით.
12
ხორცით განდიდების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ.
13
ვინაიდან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, ოღონდ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხონ.
14
მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისთვის.
15
ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
16
ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევიან, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღვთის ისრაელზე.
17
ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.
18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
All chapters:
1
2
3
4
5
6