bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Judges 10
Judges 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
1
აბიმელექის შემდგომ აღდგა თოლაყი, ძე ფუყასი, ძისა დოდოსი, ისაქარის კაცი, ისრაელის სახსნელად. და ცხოვრობდა იგი შამირში, ეფრემის მთაზე.
2
და განსჯიდა ისრაელს ოცდასამი წელი, და მოკვდა და დაიმარხა შამირში.
3
და მის შემდგომ დადგა იაირ გილყადელი და განსჯიდა ისრაელს ოცდაორი წელი.
4
და ჰყავდა მას ოცდაათი ვაჟი, ოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული, და ოცდაათი ქალაქი ჰქონდათ მათ, დღემდე ხავოთ-იაირად წოდებული. გილყადის ქვეყანაში რომ არის.
5
და მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში.
6
და განაგრძეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და ემსახურებდნენ ბაყალებს და ყაშთაროთებს, და არამის ღმერთებს, და ციდონის ღმერთებს, და მოაბის ღმერთებს, და ყამონელთა ღმერთებს, და ფილისტიმელთა ღმერთებს; და მიატოვეს უფალი, და აღარ ემსახურებოდნენ მას.
7
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ჩაყარა ისინი ფილისტიმელთა და ყამონის ძეთა ხელში.
8
და იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისრაელის ძეთ თვრამეტი წელი, ყოველ ისრაელის ძეს, ვინც იორდანეს გაღმა იყო ამორეველების ქვეყანაში, გილყადში.
9
და გადალახეს ყამონის ძეთ იორდანე, რომ იუდას, ბენიამინისა და ეფრემის სახლს შებრძოლებოდნენ, და გაუჭირდა ისრაელს ფრიად.
10
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს და უთხრეს: „შეგცოდეთ შენ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!“
11
და უთხრა უფალმა ისრაელის ძეთ: „ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორეველთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან,
12
და ციდონელები, ყამალეკი, და მაყონი, გავიწროებდნენ თქვენ; და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათ ხელთაგან?
13
მაგრამ თქვენ მიმატოვეთ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, ამიტომ მეტს აღარ გიხსნით თქვენ.
14
წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს, მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!“
15
და უთხრეს ისრაელის ძეთ უფალს: „შევცოდეთ ჩვენ! და გვიყავი, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.“
16
და განიშორეს უცხო ღმერთები და ემსახურებოდნენ უფალს. და მეტი ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა-წამება.
17
და შეიყარნენ ყამონელები და გილყადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ და დაბანაკდნენ ისრაელის ძენიც მიცფაში.
18
და გილყადის ხალხმა და მთავრებმა უთხრეს ერთმანეთს: „ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გილყადის მკვიდრთა წინამძღოლი.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21