bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Malachi 3
Malachi 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
„აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
2
„ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით.
3
დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი. განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი.
4
მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წელიწადებში.
5
მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
6
„რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები და თქვენც არ დაილევით, იაკობის ძენო.
7
თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?
8
განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
9
წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი.
10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.
11
შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
12
„ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
13
„მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები,“ – ამბობს უფალი; – „თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
14
თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
15
ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო.“
16
როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
17
„ჩემი იქნებიან ისინი,“ – ამბობს უფალი, – „იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
18
კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის.
19
რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
20
ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით.
21
გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
22
„გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.
23
აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.
24
ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3