bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Micah 1
Micah 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 2 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორაშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების: იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიისა და იერუსალიმის გამო.
2
ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს მიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს.
4
მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.
5
იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკი? იერუსალიმი ხომ არა?
6
ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვაზის ჩასაყრელ ადგილად, ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს.
7
ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ. ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქმნებიან.
8
ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.
9
რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდას; და ჩემი ერის კარიბჭესაც – იერუსალიმს – უწია.
10
ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში.
11
ჩაიარე შენთვის, შაფირელო, ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ.
12
რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
13
შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
14
ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.
15
ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
16
თმა გადაიპარსე, გადაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ შენგან.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
Recommended Reading
Commentary
Micah Commentaries
→
Devotional
Micah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→