bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Nehemiah 1
Nehemiah 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
1
ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები: მეოცე წელს ქისლევის თვეში, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,
2
და მოვიდა იუდადან ხანანი, ერთ-ერთი ჩემი მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი და ვკითხე მათ გადარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და – იერუსალიმზე.
3
და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; და იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.“
4
და ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე,
5
და ვეუბნებოდი: „გემუდარები, უფალო, ზეცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და წყალობას უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ!
6
შენი ყური იყოს სმენად და შენი თვალნი ახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა, ახლა დღედაღამ რომ ლოცულობს შენს წინაშე ისრაელის ძეთათვის, შენს მორჩილთათვის, და აღიარებს ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლითაც შენ შეგცოდეს. მე და ჩემმა მამისსახლმაც შეგცოდეთ.
7
დანაშაულით დავაშავეთ შენს წინაშე. არ ვასრულებდით იმ მცნებებს და წესებს და სამართალთ, რომელნიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს.
8
გაიხსენე სიტყვა, რომელიც აღუთქვი მოსეს, შენს მსახურს: ‘თუ მიღალატეთ, ხალხებში გაგფანტავთ,
9
ხოლო თუ დაბრუნდებით ჩემთან და დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგაერთებთ და მოგიყვანთ იმ ადგილზე, რომელიც ამოვირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად!’
10
და ისინი შენი მსახურნი და შენი ერია, რომელიც გამოისყიდე შენი დიდი ძალით და შენი ძლიერი ხელით!
11
გევედრები, უფალო, შენი ყური სმენად იყოს შენი მსახურის ლოცვის მიმართ და შენს მსახურთა ლოცვის მიმართ, რომელთაც სწადიათ შენი სახელის მოშიშება და ახლა გემუდარები, ხელი მოუმართე შენს მსახურს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე!“ და მე ვიყავი ღვინისმწდე მეფისა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13