bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Romans 15
Romans 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
3
ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.“
4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.
5
ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.
6
რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად.
8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული,
9
და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი წყალობისათვის, როგორც სწერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“
10
და კვლავ ამბობს: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“
11
და კვლავ: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას.“
12
და კვლავ, ესაია ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი სასოება ექნებათ წარმართებს.“
13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
14
და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება.
15
მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16
ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17
ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
18
რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20
თანაც, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე,
21
არამედ როგორც სწერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია, მიხვდებიან.“
22
ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23
ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24
როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25
ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26
რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27
ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ.
28
ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29
ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში.
31
რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში.
32
რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო თქვენთან.
33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16