bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 John 1
2 John 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
1
უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი შეიცნო ჭეშმარიტება,
2
ჭეშმარიტებით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან.
3
იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და მისი ძის, უფალი იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.
4
ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება.
5
ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, და გწერ არა როგორც ახალ მცნებას, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან: რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
6
სიყვარული კი ის არის, რომ დავდიოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან: რომ სიყვარულში იაროთ.
7
რადგან ქვეყნიერებაზე მრავალი მაცდური შემოვიდა, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.
8
თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მიიღოთ სრული საზღაური.
9
ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც.
10
თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას.
11
რადგან ვინც მას ესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარე ხდება.
12
ბევრი მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არ მსურს ქაღალდითა და მელნით, არამედ ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული.
13
მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები. ამინ.
Jump to:
Chapter 1
All chapters:
1