bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
3 John 1
3 John 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
1
უხუცესი – საყვარელ გაიოსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში.
2
საყვარელო, ვლოცულობ, რომ ყველაფერში კეთილი გზით იარო და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილი გზით.
3
რადგან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებაში.
4
არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
5
საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც ძმებისათვის და უცხოთათვის იღწვი,
6
და მათაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღმერთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ.
7
რადგან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.
8
ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.
9
მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ დიოტრეფე, მათ შორის პირველობის მსურველი, არ გვიღებს ჩვენ.
10
ამიტომ, თუ მოვალ, შევახსენებ მის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის, და ამითაც არ კმაყოფილდება; ძმებს არ იღებს და მსურველებსაც უკრძალავს, და დევნის ეკლესიიდან.
11
საყვარელო, არ მიბაძო ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღმერთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.
12
დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
13
ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მოგწერო მელნითა და კალმით.
14
ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ.
15
მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით.
Jump to:
Chapter 1
All chapters:
1