bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Haggai 1
Haggai 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 2 →
1
დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი იუდეის განმგებლის – ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:
2
ასე თქვა ყოვლისმპყრობელმა უფალმა: ეს ხალხი ამბობს, რომ უფლის სახლის აშენების ჟამი ჯერ არ დამდგარაო.
3
იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
4
იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ნებივრობდეთ, მაშინ, როცა ჩემი სახლი მიტოვებულია?
5
ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს.
6
თქვენ ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ჯიბისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს.
7
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს.
8
ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, – ამბობს უფალი, –
9
ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – იმიტომ, რომ მიტოვებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.
10
ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ არ მოგცათ ნაყოფი.
11
გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, ხორბალზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.
12
ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა.
13
უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, – ამბობს უფალი.
14
გააღვიძა უფალმა იუდეის განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული და მივიდნენ და დაიწყეს ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლის სამუშაოები.
15
მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 2 →
All chapters:
1
2