bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jude 1
Jude 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
1
იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულთ იესო ქრისტეში:
2
წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.
3
საყვარელნო! ძალიან მონდომებული ვიყავი თქვენთვის მოსაწერად ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ვცანი მომეწერა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმიდებს.
4
რადგან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღმერთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ხელმწიფესა და უფალს იესო ქრისტეს.
5
მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ უფალმა ერთხელ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო შემდეგ კი დაღუპა ურწმუნონი.
6
ხოლო იმ ანგელოზებს, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში წყვდიადში დიადი განკითხვის დღემდე.
7
ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი.
8
მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.
9
მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ეშმაკთან დავისას, როცა ეცილებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ იკისრა გმობის მსჯავრის წარმოთქმა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“
10
ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც იციან ბუნებრივად, როგორც უგონო ცხოველებმა, იმით იხრწნებიან.
11
ვაი მათ, რადგან კაენის გზით დადიან და აჰყვნენ ბალაამის ცდომილებას, საზღაურისთვის ჩადენილს, და კორახის ამბოხში იღუპებიან.
12
თქვენი სიყვარულის პურობებზე ისინი წყალქვეშა კლდეები არიან. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ თავიანთ თავს; ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან; შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მკვდარნი და ამოძირკვულნი,
13
ზღვის მძვინვარე ტალღები, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი; ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც უკუნეთი წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
14
იწინასწარმეტყველა მათზე ენოქმაც, ადამიდან მეშვიდე თაობაში, და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის 10 ათას წმიდასთან ერთად,
15
რათა განიკითხოს და ამხილოს ყველა ყოველგვარი უღვთო საქმისათვის, რაც მათ უღვთოებით ჩაიდინეს, და ყველა სისასტიკისთვის, მის მიმართ რომ უთქვამთ უღვთო ცოდვილებს.“
16
ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმებს აყოლილნი, მათი ბაგენი მაღალფარდოვნად მეტყველებენ, პირფერობენ ანგარების გამო.
17
თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოციქულთაგან წინასწარ თქმული,
18
რომ გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს იქნებიან მქირდავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
19
ესენი არიან განმყოფელნი, მშვინვიერნი, რომელთაც სული არა აქვთ.
20
ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
21
შეინახეთ თქვენი თავი ღმერთის სიყვარულში და დაელოდეთ წყალობას ჩვენი უფალი იესო ქრისტესაგან საუკუნო სიცოცხლისათვის.
22
ერთნი, დაეჭვებულნი, დაარწმუნეთ,
23
სხვანი იხსენით ცეცხლიდან გამოტაცებით, სხვანი შეიწყალეთ შიშით, შეიზიზღეთ ხორცისაგან შებილწული მათი სამოსიც კი.
24
ხოლო მას, ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგადგინოთ სიხარულში მისი დიდების წინაშე,
25
ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.
Jump to:
Chapter 1
All chapters:
1