bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
1 Chronicles 18
1 Chronicles 18
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
1
და იყო ამისა შემდგომად და მოსრნა დავით უცხოთესლნი და იოტნა იგინი და დაიპყრა გეთი და დაბნები მისი ჴელისაგან უცხოთესლთასა.
2
და მოსრა მოაბი, და იყუნეს მოაბელნი მონა დავითისი და მოართმიდეს ძღუენსა.
3
და მოსრა დავით ადრაზარისი, ერი მეფისა სუბასი, რიომელი არს ემათისა მი-რა-ვიდოდა იგი დადგმად ჴელისა ევფრატსა ზედა მდინარესა.
4
და პირველად დაიპყრა დავით ათასი ეტლები მათი და შჳდ ათასი ცხენები და შჳდ ათასი კაცი მკჳრცხლი. და დაჴსნა დავით ყოველი იგი ეტლები და დაუტევა მათგანი ასი ეტლი.
5
და მოვიდა ასური იგი დამასკელი შემწედ ადრაზარისა, მეფისა მის სუბასა, და მოსრა დავით ასურისა მის ოცდაორი ათასი კაცი.
6
და მოადგა დავით ზღუდე ასურეთს დამასკეთ კერძო და დაიპყრა იგი. და იყუნეს დავითის მონა და მოართმიდეს ძღუენსა და ხარკსა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
7
და მოიღო დავით მანიაკები იგი ოქროსა, რომელნი იყუნეს მონათა ადრაზარისთა, და მოიღო იგი იერუსალიმად.
8
და მატეფაით და რჩეულთაგან ქალაქთა ადრაზარისათა მოიღო დავით რვალი ფრიად მრავალი. და მისგან ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი რვალისა, და სვეტნი და ჭურჭელნი იგი რვალისა.
9
და ესმა თოლაას, მეფესა ემათისასა, რამეთუ მოსრა დავით ყოველი ძალი ადრაზარისა, მეფისა მის სუბასი.
10
და მოავლინა თოა ადურამ, ძე მისი, მეფისა დავითისა, მოკითხვად მისა მშჳდობით და კითხვად მისა ამისთჳს, რამეთუ ებრძოდა ადრაზარს და მოსრა იგი, რამეთუ კაცი მტერ იყო თოეს ადრაზარ, და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა მოუძღუანა მას.
11
და ესე განწმიდა დავით უფლისად ვეცხლისა მის თანა და ოქროსა, რომელი მოიღო ყოველთა მათგან ნათესავთა იდუმიათ და მოაბით, და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთაგან და ამალეკით.
12
და აბესა, ძემან სარუიასმან, შემუსრა იდუმია ღელესა ალონისასა, ათურამეტი ათასი.
13
და დადვა ღელესა მას სიმაგრე და იყუნეს ყოველნი ედომელნი მონად დავითისა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
14
და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იქმოდა მსჯავრსა და სიმართლესა ყოვლისა მიმართ ერისა მისისა.
15
და იოაბ, ძე სარუასი, იყო ერსა ზედა და იოსაფატ, ძე აქილუდისი, მოსახსენებელთმწერალ.
16
და სადუკ, ძე აქიტობისი, და აბიმელიქ, ძე აბიათარისი, მღდელნი და სუსა მწიგნობარი.
17
და ბანეა, ძე იუდაესი, ქერეთსა ზედა და ფელეთსა. და ძენი დავითისნი პირველნი მსახურნი მეფისა.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29