bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
2 Corinthians 13
2 Corinthians 13
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
1
აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.
2
წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.
3
ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.
4
რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.
5
თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ.
6
ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.
7
ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ.
8
რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.
9
რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.
10
და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად.
11
ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
12
მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი.
13
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13