bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Exodus 22
Exodus 22
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 23 →
1
უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს. ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.
2
ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.
3
ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.
4
უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.
5
უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.
6
უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა ვეცხლი, ანუ ჭურჭელი დასამარხველად და მოპარულ იქმნეს სახლისაგან კაცისა მის, უკუეთუ იპოოს მპარავი, გარდაიჴადოს ორ წილ.
7
ხოლო უკუეთუ არა იპოოს მპარავი, შევიდეს უფალი სახლისაჲ წინაშე ღმრთისა და ფუცოს, ვითარმედ მას არა უზაკუავს ყოველსავე დანადებსა ზედა მოყუსისასა
8
ყოვლისაებრ სიტყჳსა უსამართლოჲსა ზუარაკისათჳს და კაჰრაულისა და ცხოვრისა და შესამოსლისა და ყოვლისა წარწყმედისა სასარჩლოჲსა მის, რაჲცა რაჲმე იყოს იგი და წინაშე ღმრთისა გამოვიდეს საშჯელი ორთავე და მხილებულმან ღმრთისა მიერ ორწილ მიაგოს მოყუასსა.
9
უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა კაჰრაული, ანუ ცხოვარი, ანუ ზუარაკი, ანუ ყოველი საცხოვარი დასამარხველად და მოკუდეს, ანუ დაიმუსროს, ანუ ტყუე იქმნას და ვერვინ ცნას.
10
ფიცი ღმრთისაჲ იყოს შორის ორთავე, ვითარმედ მას არა რაჲ უზაკუავს რაჲთურთით დანატეობისა მისთჳს მოყუსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან, არა მისცეს.
11
ხოლო უკუეთუ მოიპაროს მის მიერ, უზღოს უფალსა მისსა.
12
ხოლო უკუეთუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, მიიყუანოს უფალი მისი ნამჴეცავსა მას ზედა და არა უზღოს.
13
უკუეთუ ვინმე ითხოოს მოყუსისაგან და დაიმუსროს, ანუ მოკუდეს, ანუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, ხოლო უფალი მისი არა იყოს მის თანა, უზღოს მას.
14
ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.
15
უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.
16
ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.
17
მწამლველთა არა მიჰხედნეთ.
18
ყოველი, რომელი დაწვეს პირუტყჳსა თანა, სიკუდილით მოკუედინ.
19
მემსხუერპლე ღმერთთა მოსპოთ თჳნიერ მხოლოჲსა ღმრთისა.
20
მწირი არა განაბოროტოთ, არცა აჭირვოთ მას, რამეთუ იყვენით თქუენცა მწირ ქუეყანასა ეგჳპტისასა.
21
ყოველი ქურივი და ობოლი არა დაჰქენჯნოთ.
22
ხოლო უკუეთუ ქენჯნით დაჰქენჯნნეთ იგინი და იწყონ ჴმობად ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმისა მათისა.
23
და განვრისხნე გულისწყრომით თქუენდა მომართ და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.
24
უკუეთუ ვეცხლი ისესხოს ძმამან შენგან, რომელი იყოს გლახაკ, არა იყო მაჭირვებელ მისსა, არა დასდვა მას ვახში.
25
უკუეთუ წინდად დაიწინდო სამოსელი მოყუასისაჲ, უკენსცე იგი უწინარეს მზის დასლვისა.
26
რამეთუ იგი ხოლო მარტო არს შესამოსელი მისი, ესე არს სამოსელი უშუერებისა მისისა, რომლითა დაიძინის და უკუეთუ ჴმა-ყოს ჩემდა მომართ, მე ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.
27
ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.
28
დასაბამნი კალოსა და საწნეხელისანი არა დააკლნე, პირმშონი ძეთა შენთანი მომცე მე.
29
ესრეთ უყო ზუარაკსა შენსა და ცხოვარსა შენსა და კაჰრაულსა შენსა, შჳდღა დღეთა იყოს დედისა თანა, ხოლო დღესა მერვესა მომცე მე იგი.
30
და კაცნი წმიდანი იყვნეთ და ჴორცი ნამჴეცავი არა შჭამოთ, ძაღლსა მიუგდოთ იგი.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40