bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Hosea 11
Hosea 11
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
1
ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა,
2
ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს.
3
და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ.
4
განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას.
5
დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა, რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ.
6
და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა.
7
და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი.
8
რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი. გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი.
9
არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ და არა შევიდე ქალაქად.
10
შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს, რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი,
11
განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს ღმრთისაჲ.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14