bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Isaiah 19
Isaiah 19
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
1
ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ შორის.
2
და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა.
3
და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა,
4
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე:
5
და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე მოაკლდეს და განჴმეს.
6
და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და მდელოჲ.
7
ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა.
8
და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და მესათხევლენი იგლოვდენ.
9
და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და მოქმედნი ბისსონსა.
10
და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი.
11
და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი?
12
სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან: რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა?
13
მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ.
14
რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.
15
და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული.
16
მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ.
17
და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად; ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს, რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა.
18
მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ ეწოდოს ერთსა ქალაქსა,
19
მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა.
20
და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა, რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი.
21
და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ.
22
და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი კურნებითა.
23
მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა.
24
მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,
25
რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66