bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Psalms 118
Psalms 118
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
1
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
2
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
3
რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4
შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
6
მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა,
7
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8
სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9
რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10
ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11
გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
12
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13
ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14
გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15
მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.
17
მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18
განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
19
მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20
სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21
შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23
და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24
და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25
მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
26
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27
გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
28
მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
29
გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30
გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
31
შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.
32
გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
34
გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35
მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
36
მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
37
მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე.
38
დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან.
39
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40
ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41
და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა.
42
და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43
და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
44
და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
45
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
46
და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.
47
და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად.
48
და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა.
49
მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50
ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51
ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე.
52
მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
53
ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
54
საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
55
მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
56
ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57
ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი.
58
ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა.
59
განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა.
60
განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
61
საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
62
შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
63
შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64
წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65
სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა.
66
სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67
პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე.
68
ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69
გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70
შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
71
კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72
კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ
73
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74
მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75
გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე.
76
იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა.
77
მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78
ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა.
79
მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80
იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე.
81
მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
82
მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე?
83
რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84
რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
85
მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო.
86
ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე.
87
წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88
წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89
უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა.
90
და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს.
91
ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
92
არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93
უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94
შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95
მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ.
96
ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.
97
რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98
უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
99
უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100
უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე.
101
ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
102
სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე.
103
რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა.
104
მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა.
105
სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა.
106
ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
107
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
108
ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
109
სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
110
დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
111
დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
112
მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა.
113
უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
114
შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
115
მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
116
შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
117
შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118
შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
119
გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი.
120
განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
121
ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
122
შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
123
მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
124
ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
125
მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი.
126
ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა;
128
ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე.
129
საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
130
განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა;
131
პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება
132
მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა.
133
სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ.
134
მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი.
135
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
136
ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
137
მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
138
ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
139
განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა.
140
გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
141
ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
142
სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ.
143
ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
144
სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე.
145
ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
146
ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი.
147
აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ:
148
აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
149
ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
150
მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს.
151
ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
152
დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
153
იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე.
154
საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე.
155
შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს.
156
წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
157
მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
158
ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს.
159
იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
160
დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
161
მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა,
162
ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი.
163
ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
164
შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
165
მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
166
ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
167
დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
168
დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
169
მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე.
170
შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე.
171
აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
172
თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
173
იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
174
მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
175
ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე.
176
შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150