bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Song of Solomon 6
Song of Solomon 6
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 7 →
1
მიმგებელმა თქუა: ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველისა, მწყსად შორის მტილთა დაკრებად შროშნისა.
2
მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.
3
სიძე ეტყჳს სძლისა მიმართ: კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოებაჲ, შუენიერ ხარ, ვითარცა იერუსალიმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.
4
მიდრკენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ ამათ ფრთოვან- მყვეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;
5
კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოვიდეს საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;
6
ვითარცა საბელი ძოწეული, ბაგენი შენნი, და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.
7
სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ.
8
ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა. იხილეს იგი ასულთა და ჰნატრეს მას. დედოფალთა და ხარჭთა აქეს იგი.
9
ასულთა და დედოფალთა იხილეს სძალი და ჰნატრეს მას: ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი?
10
სიძე ეტყჳს სძალსა: მტილსა ნიგუზოვანთასა შთავედ ნაშობი ღუარისაჲ ხილვად, უკუეთუ აღყუავნა ვენაჴი, აღყვავნეს ბროწეულნი.
11
სძალი ეტყჳს სიძესა: მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად ამინადაბისა. ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სძალსა: მოაქციე, მოაქციე, სულამიტელო! მოაქციე, მოაქციე და გიხილოთ შენ!
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8