bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Zechariah 11
Zechariah 11
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
1
და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.
2
და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ დაიფხურა მაღნარი ნერგოანი.
3
ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი.
4
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა დაკლვისათა,
5
რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას.
6
ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა.
7
დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი
8
და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს ჩემდამო.
9
და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა თჳსისათა.
10
და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა.
11
და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით, რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს.
12
და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ.
13
და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ.
14
და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა.
15
და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი მწყემსისა გამოუცდელისანი
16
მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს.
17
ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14