bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 3
1 Thessalonians 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, მოვისურვეთ ათენში მარტოდ დარჩენა
2
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, და ჩვენი თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
3
რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვართ დადგენილნი.
4
ვინაიდან მაშინაც, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც ახდა კიდეც და თავადაც მოგეხსენებათ.
5
ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა.
6
ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი,
7
მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით.
8
რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
9
როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე,
10
დღედაღამ მხურვალედ რომ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ, რაც აკლია თქვენს რწმენას.
11
თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ.
12
უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენდამი,
13
რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღვთის და მამის წინაშე, როცა მოვა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმიდასთან ერთად.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5