bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 4
1 Thessalonians 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
დაბოლოს, ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ უფალ იესოში: ჩვენ გასწავლეთ თქვენ, როგორ გევლოთ ღვთის საამებლად, და აკი კიდევაც დადიხართ ასე, მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ.
2
რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან,
3
ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას,
4
რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,
5
და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს.
6
რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.
7
ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურებისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ.
8
ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს.
9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში.
10
რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო
11
და გულმდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ,
12
რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ.
13
გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ.
14
ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად.
15
რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს.
16
ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან,
17
მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.
18
ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5