bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Amos 8
Amos 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 9 →
1
ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა.
2
მითხრა: „რას ხედავ, ამოს?“ ვთქვი: „მოწეული ხილით სავსე კალათას.“ მითხრა უფალმა: „მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
3
მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს“, – ამბობს უფალი ღმერთი, – „უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.“
4
ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
5
რომ ამბობთ: „როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით,
6
ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, პურის განაცხრილი კი გავყიდოთ?“
7
დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, „თუკი ოდესმე დავივიწყო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.
8
ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით.
9
„იმ დღეს იქნება,“ – ამბობს უფალი ღმერთი, – „რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.
10
დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
11
აჰა, დგება დღეები“ – ამბობს უფალი ღმერთი, – „როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.
12
იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.
13
ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან.
14
სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ‘ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზაო,’ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9