bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Amos 9
Amos 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
1
ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: „დაჰკარი ბუდაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.
2
შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;
3
ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;
4
ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად, და არა სასიკეთოდ.“
5
უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის ნილოსივით.
6
ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს. უფალია მისი სახელი.
7
„განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი – „განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
8
აჰა, უფალი ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა, და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს,“ – ამბობს უფალი. –
9
„რადგან აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
10
მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
11
მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს; გარღვეულს დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.
12
რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, – ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.
13
„აჰა, დადგება დრო, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი თავს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან.
14
დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
15
დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან რომელიც მივეცი მათ“, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9