bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Colossians 2
Colossians 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
მინდა, იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე.
2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის,
3
რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი.
4
ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვით.
5
ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6
ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში,
7
ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში.
8
გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ სიბრძნისმოყვარებითა და ფუჭი ცდუნებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ.
9
ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
10
და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11
თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით – ქრისტესეული წინადაცვეთით.
12
მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით.
13
თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება.
14
განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
16
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის.
17
ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი – ქრისტესი.
18
ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნებს თავისი ხორციელი გონებით.
19
არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით.
20
თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით ამ სოფლის წესებს, სოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ?
21
ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
22
ნურაფერს, რაც იხრწნება ხმარებისაგან, კაცთა მცნებებისა და მოძღვრების თანახმად?
23
ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანებით, სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4