bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Colossians 4
Colossians 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
ბატონებო, მიაგეთ მონებს რაც სწორი და სამართლიანია, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
2
იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით.
3
ილოცეთ ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რომ ვაუწყოთ ქრისტეს საიდუმლო, რომლისთვისაც შებორკილი ვარ,
4
რათა გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.
5
სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და მოივაჭრეთ ჟამი.
6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
7
ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამშრომელი უფალში,
8
რომელიც იმისათვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს
9
ონისიმესთან, ერთგულ და საყვარელ ძმასთან ერთად, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს.
10
მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო.
11
ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, ორივე წინადაცვეთილთაგანია. მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ.
12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით.
13
მე ვამოწმებ მასზე, რომ დიდი მოშურნეა თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკიელთათვის და იერაპოლელთათვის.
14
მოიკითხეთ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი.
15
მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნუმფა და მისი საშინაო ეკლესია.
16
როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიიდან არის, თქვენც წაიკითხეთ.
17
ასე უთხარით არქიპოსს: ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფლისგან მიიღე-თქო.
18
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4