bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Nahum 2
Nahum 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა.
2
შემართულია შენს თავზე ურო, დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე!
3
რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.
4
წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
5
დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
6
გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
7
გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.
8
გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
9
წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. „დადექით! დადექით!“ მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.
10
დაიტაცეთ ოქრო! დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები.
11
გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.
12
სად არის ლომთა ბუნაგი და – ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არ იყო დამაფრთხობელი?
13
ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსთვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით.
14
„აჰა, მითქვამს შენთვის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება მოციქულთა ხმა.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3