bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Nahum 3
Nahum 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
ვაი, სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას.
2
შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი.
3
მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილობენ მათ ცხედრებზე.
4
ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს.
5
„აჰა, მე შენ, – ამბობს რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა.
6
მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი.
7
ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: ‘გაძარცვულია ნინევე,’ ვის დაენანება იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?“
8
რითი ჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?
9
ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
10
ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ.
11
დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას.
12
შენი ციხე-კოშკები თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს.
13
აჰა, შენი ერი საქალეა შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს.
14
მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
15
იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
16
მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
17
შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდისა, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს.
18
ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები.
19
არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3
Recommended Reading
Commentary
Nahum Commentaries
→
Devotional
Nahum Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→