bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Philippians 2
Philippians 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება,
2
შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.
3
არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
5
თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია.
6
რომელიც ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას,
7
არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.
8
დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
10
რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა,
11
ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად.
13
ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.
14
ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
15
რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
16
სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღვწოდი.
17
და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად.
18
ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
19
იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
20
ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21
იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
22
თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობოდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
23
იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
24
მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან.
25
საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემს საჭიროებაში.
26
რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენთაგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა.
27
რადგან დაავადდა და სიკვიდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა.
28
ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც მომკლებოდა დარდი.
29
აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
30
ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4