bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Philippians 3
Philippians 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
ამრიგად, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი მსგავსი რამის მოწერა საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ცუდ მუშაკებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3
ვინაიდან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – ღვთის მსახურნი სულით, ვადიდებთ ქრისტე იესოს და არ გვეიმედება ხორცი.
4
თუმცა შემეძლო ხორცის იმედი მქონოდა. თუ სხვა ვინმე ფიქრობს ხორცის იმედზე, მე – მით უმეტეს.
5
წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მე, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი,
6
მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ.
7
მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის.
8
ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო
9
და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით,
10
რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო,
11
რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12
არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ.
13
ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის.
14
ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.
15
ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16
ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17
ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ.
18
ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19
მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20
რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს,
21
რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის შესაფერისად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4