bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Psalms 118
Psalms 118
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
1
ნეტარ არიან უბიწონი გზაზე, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2
ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.
3
არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან!
4
შენ ამცნე შენს ბრძანებათა დაცვა რათა ზედმიწევნით დაიცვან.
5
ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად!
6
მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7
განგადიდებდი გულის სიწრფელით, როს მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8
შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ!
9
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ!
10
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან!
11
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.
12
კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13
ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14
შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ სიმდიდრეზე.
15
შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს.
17
კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა და დავიცვა შენი სიტყვა.
18
აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას!
19
მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს!
20
მოითენთა სული ჩემი წადილით შენი სამართლისა ყოველჟამს.
21
შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი,
22
ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი!
23
დასხდებიან კიდეც მთავარნი, შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24
შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის; მრჩეველნი ჩემნი.
25
მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26
გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27
გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28
ნაღველმა დაადნო სული ჩემი, გამამაგრე შენი სიტყვისამებრ!
29
გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე!
30
გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31
მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ.
32
შენთა მცნებათა გზით ვრონინებდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33
მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ ბოლომდე.
34
გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35
დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36
მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ
37
მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას; შენი გზით მაცოცხლე!
38
დაუმტკიცე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39
ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენნი სამართალნი კეთილია!
40
აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე!
41
მოვიდნენ ჩემზე წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ!
42
და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43
ნუ წაართმევ ჩემს ბაგეთ ჭეშმარიტების რადგან შენს სამართალს მოველი!
44
დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45
ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46
ვილაპარაკებ შენს მოწმობებზე მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება.
47
გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48
ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49
გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე!
50
ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.
51
ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52
ვიხსენიებდი შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდან არის ადრიდანვე, და დარდს ვიქარვებდი.
53
თავზარი მეცემოდა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებდნენ შენს რჯულს.
54
სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55
ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56
ეს იყოს ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57
ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა!
58
გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59
ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61
საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტეულნი, შენი რჯული არ დავივიწყე.
62
შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო.
63
თანაზიარი ვარ ყოველთა მოშიშთა შენთა, და ვინც იცავენ შენს მცნებებს.
64
შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება;
65
კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66
კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67
ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68
კეთილი ხარ და კეთილსა იქმ, მასწავლე წესები შენი.
69
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70
დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71
კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი.
72
უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73
შენმა ხელებმა შემქმნეს და წარმმართეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74
მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75
ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76
დაე, იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს!
77
მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78
შერცხვეთ ამპარტავნებს, მე კი ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79
დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80
იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე.
81
დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?“
83
ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე.
84
რაღამდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85
გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, მათ, ვინც არ მიჰყვებიან შენს რჯულს.
86
ყველა შენი მცნება ჭეშმარიტებაა; სიცრუვით მდევნიან, მიშველე.
87
ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი.
88
შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მოწმობებს შენი პირისას.
89
უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90
თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი! დაამყარე ქვეყანა და დგას.
91
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92
შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93
უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგან მათით მასულდგმულებდი.
94
შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი!
95
მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96
ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; მაგრამ ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97
რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98
ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემთანაა იგი.
99
ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი.
100
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგანაც შენს ბრძანებებს ვიცავ.
101
ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102
შენთა განგებულებათაგან არ გადამიხვევია, რადგან შენ გამასწავლე.
103
რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!
104
შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
105
სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
106
დავიფიცავ და ავასრულებ, შენს მართალ განსჯებს.
107
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ!
108
ნებსითი მსხვერპლი ჩემი პირისა ისურვე, გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109
სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110
დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111
დავიმკვიდრე მოწმობანი შენნი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112
მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა
113
ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე.
114
თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115
შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას!
116
შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს!
117
განმამტკიცე და გადავრჩე, ასეა ჩემი შველა და ჩავწვდები შენს წესდებებს ყოველთვის.
118
მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119
როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე მცნებანი შენნი.
120
თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121
ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122
გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123
დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124
მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენი მასწავლე.
125
მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მოწმობანი შენნი.
126
ჟამია უფლის მოქმედებისა – მოშალეს რჯული შენი!
127
ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად;
128
ამიტომ ყველა შენი ბრძანება მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129
საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს.
131
პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132
მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ.
133
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
134
გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, ასე დავიცავ შენს ბრძანებებს.
135
შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი.
136
ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137
მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია გამგებულებანი შენი.
138
ამცნე სიმართლით მოწმობანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139
დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს
140
ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141
მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142
სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა, და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143
განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის.
144
სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ!
145
მოგიხმობ მთელი გულით; შენს წესდებებს დავიცავ.
146
შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მოწმობებს.
147
გარიჟრაჟამდე მოვალ და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148
ჩემმა თვალებმა დაასწრეს ღამის ებგურს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149
ჩემი ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ, უფალო, შენი სიმართლისამებრ მაცოცხლე.
150
ახლოს არიან ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან კი შორს დგანან.
151
ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მოწმობათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153
შეხედე ჩემს სიგლახაკეს და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე!
154
გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე.
155
შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ.
156
მოწყალებანი შენნი უხვია, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
157
ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია.
158
ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ.
159
ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160
დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყველა განგებულება შენი სამართლისა.
161
მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162
ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163
სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164
დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი განსჯებისათვის.
165
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166
იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებდი.
167
იცავდა ჩემი სული შენს მოწმობებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168
ვიცავდი შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169
მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე.
170
მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმით!
171
წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენი.
172
იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.
173
იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174
ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175
იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი განგებულება შემეწიოს.
176
დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე!
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150