bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Psalms 77
Psalms 77
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 76
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 78 →
1
მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, ჩემი რჯული; ყური მიაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2
ისმინეთ, იგავებისთვის გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3
რაც მოვისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა რაც გვიამბეს,
4
არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5
დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის;
6
რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7
და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი
8
და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9
ძენი ეფრემისა აღჭურვილნი უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10
მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11
საქმენი მისი დაივიწყეს და სასწაული, მათ რომ მოუვლინა.
12
მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13
გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები,
14
და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
15
გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16
გამოადინა ნაკადები კლდიდან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17
ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18
ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისათვის.
19
და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: „შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20
აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?“
21
ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და რისხვა ისრაელზე აღზევდა,
22
რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ.
23
და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭეები;
24
და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ.
25
ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26
აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი,
27
და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მიწა-მტვერი, და ვითრაცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი.
28
და ჩამოყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, მათი საცხოვრისების გარშემო.
29
ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30
ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ,
31
რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32
მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33
და დაასრულა ვითარცა ამაოება მათი დღეები და მათი წლები – ძრწოლით.
34
როცა ხოცავდა, მაშინ ეძებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ.
35
და იხსენებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა, და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36
და ელაქუცებოდნენ მას პირით, და ენით ეცრუებოდნენ მას;
37
რადგან არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38
და ის – გულმოწყალე – შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39
რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება.
40
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას.
41
და ცდიდნენ უფალს ისევ და ისევ, და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს.
42
არ გაიხსენეს ხელი მისი, დღეების, როცა დაიხსნა ისინი მტრისაგან;
43
როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში თავისი სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე;
44
როცა გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45
მიუსია მათ მწერი, და – მყვარი, რომ დაეღუპათ ისინი.
46
და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას;
47
სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და ლეღვიანები მათნი – თრთვილით;
48
და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი;
49
მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები;
50
გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა;
51
განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში.
52
ცხვარივით გაირეკა თავისი ერი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53
ფხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54
მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55
განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მიწები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ისრაელის ტომები.
56
კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57
უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი უკან ბრუნდებოდნენ
58
განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური.
59
მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი.
60
და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61
და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ.
62
და გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63
მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა.
64
მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს.
65
და გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66
და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67
დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68
ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს.
69
მოაწყო ცასავით თავისი ტაძარი, დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა.
70
ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ის ცხვრის ფარებიდან.
71
ცხვარს დასდევდა, და წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – თავისი ერი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი.
72
და მწყემსა ისინი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ.
← Chapter 76
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 78 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150