bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joel 1
Joel 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
1
სიტყვა უფლისა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ:
2
ისმინეთ ეს, უხუცესნო, ყურად იღეთ ქვეყნის ყველა მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს?
3
გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას:
4
რაც მუხლუხოს გადაურჩა კალიამ მოჭამა, რაც კალიას გადაურჩა კუტკალიამ მოჭამა, რაც კუტკალიას გადაურჩა ბოცომკალმა მოჭამა.
5
გაიღვიძეთ, ლოთებო, იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, რადგან ის ბაგეთაგან აგაცალეს!
6
რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი – კბილები ლომისა, ყბები მისი – ყბები ძუ ლომისა.
7
გამიჩანაგა ვენახი და შემიმუსრა ლეღვიანი, გაყვლიფა და მიაგდო; გაუფითრდა რტოები.
8
იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, თავის საქმროს რომ დასტირის!
9
შეწყდა პურეულის ძღვენი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
10
გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი.
11
გაწბილდნენ მხვნელ-მთესველნი და მეზვრენი, აღარაა ხორბალი და ქერი, მთელი მოსავალი დაიღუპა.
12
გადახმა ვაზი და ჩამოჭკნა ლეღვი; გახმა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და ველის ყველა ხე. ამიტომაც გაუქრა სიხარული ადამის ძეს.
13
შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში პურეულის ძღვენი და შეწყდა საღვრელი.
14
დათქვით წმიდა მარხვა, გამოაცხადეთ საზეიმო თავყრილობა; შეკრიბეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღმერთის, სახლში და უფალს შეღაღადეთ.
15
ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოსაა უფლის დღე და მოდის უზენაესისაგან როგორც ტანჯვა ტანჯვათაგან.
16
განა თვალწინ არ წარგვტაცეს საზრდო, და სიხარული და ლხინი ღვთის სახლიდან?
17
ჩალპა მარცვალი ბელტებს ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა ყანები.
18
როგორ კვნესის პირუტყვი! დაღონებული დადის ნახირი, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარებსაც ილაჯი გაუწყდა.
19
შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა ველზე ყოველი ხე.
20
ველის ნადირიც შენ შემოგყურებს, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3