bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joel 2
Joel 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, განგაში ატეხეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, რადგან ახლოსაა ის –
2
დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა! ალიონივით ეფინება მთებს მრავალი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მოდგმიდან მოდგმამდე.
3
მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი ველებია, და ვერავინ გააღწევს მას.
4
ცხენთა რემას ჰგვანან და მხედრებივით მიაჭენებენ;
5
ეტლებივით გრუხუნებენ მთათა თხემებზე; ჩალას მოდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საომრად დარაზმული ძლიერი ხალხი.
6
მის წინაშე ძრწიან ხალხები, სახე უფითრდებათ.
7
ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით დაცოცავენ გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება, და არ ბრკოლდებიან გზაში.
8
ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკს მიჰყვება; შუბებზე ეგებიან, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ.
9
ქალაქში ნავარდობენ, კედლებზე არბიან, სახლებში იჭრებიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან.
10
მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავები აღარ ბრწყინავენ.
11
უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
12
მაგრამ ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცითო ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით;
13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
14
ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, პურეულის ძღვენი და საღვრელი თქვენი უფალი ღმერთისათვის.
15
ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ შეკრებულობა.
16
შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან!
17
ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სამარცხვინოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ წარმართთა ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?
18
მაშინ გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
19
და მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ხალხს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სამარცხვინოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
20
ამ ჩრდილოელ მტერსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა ურდოებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა ურდოებს – დასავლეთის ზღვაში, და აუვა მას სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.
21
ნუ გეშინია, მიწავ: იხარე და იმხიარულე, რადგან დიდია უფალი, რათა მოიმოქმედოს ეს საქმენი.
22
ნუ გეშინიათ, ნადირნო ველისანო, რადგან ბალახი ამოვა უდაბნოს საძოვრებზე, ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
23
ძენო სიონისა, იხარეთ და იმხიარულეთ თქვენი უფალი ღმერთის გამო, რადგან მოგცემთ ჟუჟუნა წვიმას, და ძველებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და გვიანა წვიმებს.
24
და გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინითა და ზეთით.
25
და აგინაზღაურებთ მე იმ წლებს, რომლებიც მოჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
26
ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ თქვენი უფალი ღმერთის სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
27
მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3