bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Malachi 2
Malachi 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
და ახლა, მღვდლებო, თქვენთვის არის ეს მცნება:
2
თუ არ გაიგონებთ მას და გულში არ ჩაიდებთ, რათა პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – წყევლას მოვავლენ თქვენზე და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში.
3
აჰა, წაგართმევთ მარჯვენას და სახეში მოგაყრით თქვენი შესაწირავების ნეხვს, სადღესასწაულო მსხვერპლების ნეხვს, და მასთან ერთად გამოგყრიან თქვენ.
4
მაშინ მიხვდებით, რომ მე მოგივლინეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
5
ჩემი აღთქმა მათდამი, იყო სიცოცხლისა და მშვიდობის აღთქმა, რომელიც მივეცი მათ, რათა მოკრძალება ჰქონოდათ ჩემი. და იყვნენ რიდით და კრძალვით ჩემდამი.
6
ჭეშმარიტი რჯული იყო მათ პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მათ ბაგეებზე. მშვიდობით და სიმართლით დადიოდნენ ჩემს წინაშე და მრავალი მოაქციეს ბოროტებისგან.
7
რადგან მღვდლის ბაგეები ცოდნას უნდა აღასრულებდნენ და ხალხი რჯულს მოელოდეს მისი პირიდან, რადგან ყოვლისშემძლე უფლის მოციქულია იგი.
8
თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან და ბევრი დააბრკოლეთ თქვენი სწავლებით და შებღალეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
9
მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ხალხის თვალში, რამეთუ არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით თქვენს სწავლებაში.
10
განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? მაშ, რატომღა ვღალატობთ ერთმანეთს და ვბღალავთ ჩვენი წინაპრების აღთქმას?
11
ღალატიანობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელსა და იერუსალიმში: იუდამ უცხო ღმერთის ასულის შერთვით შებღალა სიწმიდე, რომელიც უფალს უყვარდა.
12
დაე მოჰკვეთოს უფალმა იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენი კაცი – თუნდაც ძღვენის მიმტანი ყოვლისშემძლე უფლისადმი.
13
აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლითა ფარავთ უფლის სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, რადგან აღარ მოხედა თქვენს ძღვენს და კეთილგანწყობით აღარ იღებს თქვენი ხელიდან.
14
თქვენ კი ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი ცოლი იყო აღთქმით.
15
არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
16
რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – მსგავსად საკუთარი კალთის ვინმეზე ძალადობით გადამფარველისა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები.
17
დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით. თქვენ კი კვლავ ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ფიქრობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანსო უფალს და ისინი ეთნევიანო მას; ანდა რომ კითხულობთ: სად არის სამართლიანი ღმერთიო?
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4