bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Malachi 3
Malachi 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელზეც ამბობთ, რომ ეძიებთ: აგრეთვე აღთქმის ანგელოზი, რომელიც თითქოს და გეთნევათ, აჰა, მოდის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
2
მაგრამ ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით.
3
დაჯდება, როგორც ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევის მოდგმას და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი.
4
მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წლებში.
5
და აჰა, მოვალ თქვენს განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა, მრუშთა და ფიცის გამტეხთა წინააღმდეგ, მოჯამაგირისათვის გასამრჯელოს დამკავებელთა, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა და ხიზანთა შემვიწროებლების წინააღმდეგ, და მათ წინააღმდეგ ვინც არ მეკრძალვის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
6
რადგან მე, უფალი ვარ – არ შევცვლილვარ; და თქვენც, იაკობის ძენო, არ შეცვლილხართ.
7
თქვენი წინაპრების დღეებიდან მოყოლებული, გადაუხვიეთ ჩემს რჯულს და არ აღასრულებდით მას. მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. თქვენ კი ამბობთ: როგორ მოვბრუნდეთო?
8
განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში!
9
წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი.
10
სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.
11
შენთვის დავაკავებ მღრნელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ ვენახში ვაზი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
12
ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
13
მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, – ამბობს უფალი, – თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
14
ამბობთ: ამაოა ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მონანულად სიარული ყოვლისშემძლე უფლის წინაშე?
15
აჰა, ვხედავთ, რომ ნეტარ არიან ამპარტავნები, ხოლო, ბოროტმოქმედნი არა მარტო აშენდნენ, არამედ ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენ.
16
როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ყურს უგდებდა უფალი, ისმენდა და იწერებოდა მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მადიდებელთათვის.
17
ჩემი უნჯი იქნებიან ისინი, იმ დღისათვის, რომელსაც ვამზადებ – ამბობს ყოვლიშემძლე უფალი, – და დავინდობ მათ, როგორც მამა დაინდობს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
18
მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4