bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Philippians 3
Philippians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
დაბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი ერთი და იმავეს მოწერა არ მეზარება, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას,
3
რადგან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – სულით მსახურნი ღმერთისა და ქრისტე იესოში მოქადულნი და ხორცის არამოიმედენი.
4
თუმცა ხორცის იმედიც მაქვს. თუ სხვა ვინმეს ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს,
5
წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი,
6
შურით მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ მყოფი.
7
მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის.
8
დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო
9
და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით,
10
რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, მის სიკვდილთან მსგავსებით,
11
რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12
არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან უკვე სრულყოფილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივწვდე, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
13
ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მივწვდი. ერთია, რასაც ვიქმ: ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და ველტვი, რაც ჩემს წინ არის.
14
ვილტვი მიზნისაკენ, ღმერთის ზეგარდმო მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15
ამიტომ ჩვენს შორის სრულნი ასე ვაზროვნებთ, და თუ თქვენ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16
ოღონდ, რასაც მივაღწიეთ, უნდა ვიდგეთ იმაზე.
17
იყავით ჩემი მბაძავნი, ძმებო, და უყურეთ მათ, ვინც ამგვარად იქცევა, რის მაგალითადაც ჩვენ გყავართ.
18
რადგან ბევრნი, ვისზეც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ცრემლიანი გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19
მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი მათ სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20
ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს,
21
რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის თანახატად, იმ ძალისხმევით, რომელიც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4