bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Philippians 4
Philippians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
ამრიგად, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო.
2
ევოდიას მოვუწოდებ და სვინტიქეს მოვუწოდებ, ერთი ფიქრი ჰქონდეთ უფალში.
3
შენც გთხოვ, ერთგულო მეგობარო, დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
4
იხარეთ უფალში მარადის. კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
5
თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. უფალი ახლოა.
6
არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს.
7
და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.
9
რაც ისწავლეთ და მიიღეთ და მოისმინეთ ჩემგან და რაც დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
10
მე კი დიდად გავიხარე უფალში, რომ ბოლოს გააცხოველეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ჟამი არ გიწყობდათ ხელს.
11
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, რადგან ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს.
12
ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.
14
ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ.
15
თქვენც ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დაწყებისას, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ გაიზიარა ჩემთან მიღება და გაცემა, თქვენს გარდა.
16
თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ,
17
არა იმიტომ, რომ ძღვენს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.
18
მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესაგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამური მსხვერპლი, ღმერთის სასურველი.
19
ჩემი ღმერთი კი დააკმაყოფილებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიმდიდრისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში.
20
ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
21
მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
22
მოგიკითხავთ ყველა წმიდა და განსაკუთრებით კეისრის სახლიდან.
23
უფალი იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან! ამინ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4