bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Titus 2
Titus 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის ჯანსაღ მოძღვრებას, –
2
რომ ბერიკაცები უნდა იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, გონიერნი, ჯანსაღნი რწმენაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
3
ასევე ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მოყვარულნი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი,
4
რათა დაარიგონ ყმაწვილქალები, რომ იყვნენ ქმრის და შვილების მოყვარულნი,
5
გონიერნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმერთის სიტყვა.
6
ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ გონიერები იყვნენ.
7
ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე,
8
გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე.
9
მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვა არ შეუბრუნონ,
10
არ მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრება.
11
რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი,
12
ჩვენს აღსაზრდელად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამქვეყნად გონივრულად, სამართლიანად და ღვთისმოსაობით.
13
მოველოდეთ ნეტარი სასოებით ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,
14
რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის საკუთარი ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე.
15
ეს ილაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალმოსილებით. არავინ დაგამციროს შენ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3