bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Titus 3
Titus 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის,
2
არავინ შეურაცხყონ, იყვნენ მშვიდობიანნი, მომთმენნი, მუდამ იჩენდნენ თვინიერებას ყველა ადამიანის მიმართ,
3
რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.
4
ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი ღვთაებრივი მაცხოვრის სახიერება და კაცთმოყვარეობა,
5
მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით,
6
რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,
7
რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.
8
სარწმუნოა ეს სიტყვა. მსურს, რომ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღმერთის მორწმუნეებმა ხელი მიჰყონ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
9
მოერიდე სულელურ კამათს, გენეალოგიებს, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ფუჭი.
10
განხეთქილების შემომტან ადამიანს პირველი და მეორე დარიგების შემდეგ განერიდე.
11
იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს: თვით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.
12
როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტიქიკოსს, იჩქარე ჩემთან ნიკოპოლისში მოსვლა, რადგან იქ ვარჩიე დაზამთრება.
13
ეცადე გამოამგზავრო ზენასი, რჯულის მცოდნე, და აპოლოსი ისე უზრუნველყოფილნი, რომ არაფერი აკლდეთ.
14
ჩვენებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება აუცილებელი საჭიროებისათვის, რათა უნაყოფონი არ დარჩნენ.
15
მოგიკითხავს ყველა ჩემთან მყოფი. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენ ყველასთან. ამინ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3