bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
2 Chronicles 21
2 Chronicles 21
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
1
და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.
2
და ძმანი იორამისნი, ძენი იოსაფატისნი, ექუსნი: ეზრიელ, და იეელ, ზაქარია, და მისელ, და საფატია, და აზარია. ესე ყოველნი ძენი იოსაფატისნი, მეფისა იუდასნი.
3
და მისცა მათ მამამან მათმან მისაცემელი ფრიადი: ოქრო და ვეცხლი და საჭურველი ქალაქთა თანამოზღუდვილთა იუდასა შორის. და მეფობაჲ მისცა იორამს, რამეთუ ესე იყო ძე მისი პირმშო.
4
და დადგა იორამ მეფობასა თჳსსა ზედა და განძლიერდა და მოსწყუდნა ყოველნი ძმანი მისნი მახჳლითა და მთავართაგანნი ისრაჱლისანი.
5
და იყო იორამ ოცდათორმეტისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფობასა ზედა თჳსსა, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს.
6
და ვიდოდა გზასა მეფეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ყო სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო მისა ცოლად და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა
7
და არა ინება უფალმან აჴოცად სახლი დავითისი აღთქმისა მისთჳს, რომელი აღუთქუა დავითს და ვითარცა-იგი ჰრქუა მას მიცემად სანთლად ძეთა მისთა ყოველთა დღეთა.
8
მათ დღეთა შინა განდგა ედომი იუდასაგან და დაიდგინეს თავისა თჳსისა ზედა სხუაჲ მეფე.
9
და წარვიდა იორამ მთავართა თჳსთა თანა და ყოველი ცხენები მისი მის თანა. და იყო, ვითარცა აღდგა იგი ღამე და მოსრა ედომმან, რომელთა გარემოეცვა იგი და მთავარნი იგი ეტლებისანი, და ივლტოდა ერი იგი საყოფლად თჳსა.
10
და განდგა ჴელისაგან იუდასა ედომი იგი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ განდგა ლუბნაცა ჴელისაგან მისისა მას ჟამსა შინა ამისთჳს, რამეთუ უტევა უფალი ღმერთი მამათა მისთა.
11
რამეთუ ამანცა ქმნნა მაღალნი ქალაქებსა იუდასასა და აცოდვნა მკჳდრნი იერუსალჱმისანი და აცთუნა იუდა.
12
და მოუჴდა მას წიგნი ელიასგან წინაწარმეტყუელისა და თქუა: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისაჲ, რამეთუ არა ხჳდოდე შენ გზასა იოსაფატის, მამისა შენისა, და გზასა ასასასა, მეფისა იუდასასა.
13
არამედ მიხუედ შენ გზათა მეფეთა ისრაჱლისათა და აცოდვე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ვითარცა-იგი ცოდა სახლმან აქაბისმან, და ძმანი შენნი, ძენი მამისა შენისანი, მოსწყჳდენ მახჳლითა, უმჯობესნი შენსა.
14
აჰა, ესერა, დაგცეს შენ უფალმან წყლულებითა დიდითა და ერი შენი, და ძენი შენნი, და ცოლნი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
15
და შენ სენითა ბოროტითა დასნეულდე მუცლისათა, ვიდრე განვიდენ ნაწლევნი შენსა სენსა თანა დღითი დღე.
16
და აღადგინნა უფალმან იორამის ზედა უცხოთესლნი არაბიელნი და მოზღუანენი ეთიოპელნი.
17
და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.
18
და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.
19
და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.
20
და იყო იგი ოცდაათორმეტისა წლისა ოდენ, ოდეს დადგა მეფედ, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს და ვიდოდა იგი არაქებულად. და მოკუდა იორამ და დაეფლა იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო არა საფლავსა მეფეთასა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36