bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
2 Chronicles 25
2 Chronicles 25
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
1
ოცდახუთის წლისა იყო ამასია, ოდეს მეფე იქმნა. და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა იოადიმ იერუსალიმით.
2
და ქმნა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, არამედ არა გულითა სავსითა.
3
და ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ იგი ჴელთა მისთა, მოსწყჳდნა მონანი იგი მისნი მომკლველნი მეფისა, მამისა მისისანი.
4
ხოლო ძენი მათნი არა მოსწყჳდნა სჯულისა მისებრ ბრძანებულისა უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს, რომელ-იგი ამცნო უფალმან და ჰრქუა: არა მოსწყჳდნე მამანი შვილთათჳს და არცა მოსწყჳდნე შვილნი მამათათჳს, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუდეს.
5
და შეკრიბა ამასია ყოველი სახლი იუდასი და დაადგინნა იგინი სახლად და სახლად მამულებისა მათისაებრ ათასისთავებად, ასისთავებად ყოველსა იუდასა ზედა და იერუსალჱმსა, და აღრაცხნა იგინი ოცით წლითგან და უზეშთაესი და იყუნეს იგინი სამასი ათას ძლიერნი, რომელნი განმზადებულ იყუნეს ბრძოლად და რომელთა აქუნდა ლახვარი ფარი
6
და ვეცხლისფრდილნი ისრაჱლისაგანი ასი ათასი ძლიერი ძალითა ასითა ტალანტითა ვეცხლითა.
7
და კაცი ღმრთისაჲ ვინმე მოვიდა ამასიასა და ჰრქუა მას: მეფე, არა მოვიდეს შენ თანა ერი ისრაჱლისა, რამეთუ არა არს უფალი ისრაჱლისა თანა და ყოველთა თანა ძეთა ეფრემისათა.
8
უკუეთუ ჰგონებდე ძლევად მათგან, გარცხჳნოს შენ უფალმან წინაშე მტერთა შენთა, რამეთუ უფლისა მიერ არს განძლიერება და გარეშექცევა სივლტოლად.
9
და ჰრქუა ამასია კაცსა მას ღმრთისასა: რაჲ ვყო ასისა მისთჳს ტალანტისა ვეცხლისა, რომელ მივეც ერსა ისრაჱლისასა? და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან: შესაძლებელ არს უფლისა მიერ მოცემად შენდა უმრავლესი მისა.
10
და გააშორა ამასია ერი იგი, რომელ მოსრულ იყო მისა ეფრემისგანი, რათა წარვიდენ ადგილსა თჳსსა. და განრისხდეს იუდასა ზედა ფრიად და მიიქცეს ადგილად თჳსსა რისხვითა გულისწყრომისათა.
11
ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.
12
და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.
13
ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.
14
და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.
15
და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?
16
და იყო სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ და მან ჰრქუა მას: ნუუკუე თანამზრახველ მეფისა გყავ, ეკრძალე თავსა შენსა, რათა არა გტანჯო შენ. და დადუმნა წინაწარმეტყუელი იგი და თქუა, რამეთუ ვიცი, ვითარმედ ეგულებოდა მოკლვა შენი უფალსა, რამეთუ ჰყავ ესე და ისმინე ზრახებისა ჩემისა
17
და ზრახვა-ყო ამასია და მიუვლინა იოას, ძესა იოაქაზისა, ძისა იეუისასა, მეფისა ისრაჱლისასა, და ჰრქუა: მოვედ და ვეჩუენნეთ პირისპირ.
18
და მოუვლინა იუდას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდასასა და ჰრქუა: ოქოზი, რომელ არს ლიბანესა ზედა, და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად და, აჰა, ესერა, მოვიდენ მჴეცნი ველისანი, რომელ არიან ლიბანესა და მოვიდეს მჴეცნი იგი და დათრგუნეს აქუქი, რომელ არს ეკალი. და სთქუ შენ
19
ვითარმედ: აჰა, ესერა, მოვსარ მე იდუმეა, და აღგამაღლა შენ გულმან შენმან მძიმემან აწ ჯედ სახლსა შენსა მშჳდობით და რასათჳს აღგაზრზენს შენ ბოროტი, დაეცე შენ და იუდა შენ თანა.
20
და არა ისმინა ამასია, რამეთუ უფლისა მიერ იყო, რათა მისცეს ჴელთა იოვასისა, რამეთუ გამოიძინა კერპნი იდუმელთანი.
21
და აღმოვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს ერთიერთსა იგი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსსად, რომელ არს იუდასი.
22
და იძლია იუდა წინაშე პირსა ისრაჱლისასა და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა.
23
და ამასია, მეფე იუდასი, ძე იოასისი, ივლტოდა და ეწია და შეიპყრა იგი იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსს და შეიყვანა იგი იერუსალიმს და დაარღჳა ზღუდისაგანი იერუსალჱმისა ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭემდე საკიდურისა სამასი წყრთა.
24
და იყო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რაოდენი იპოა სახლსა შინა ღმრთისასა და აედომსა თანა და საუნჯეთა სახლისა მეფისათა და ძენი იგი მწირთანი წარიხუნა და წარვიდა სამარიად.
25
და ცხონდა ამასია, ძე იოასისი, მეფისა იუდასი, შემდგომად სიკუდილისა იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.
26
და ყოველნი სიტყუანი ამასიასნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასათა და ისრაჱლისათა.
27
და ჟამსა მას, რომელსა განდგა ამასია უფლისაგან, დაესხნეს მას ერისაგანნი და ივლტოდა იერუსალიმით ლაქისა. და წარავლინა ერმან მან შემდგომად მის ლაქისა, და მოკლეს იგი მუნ და მოიღეს იგი ცხედრითა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36