bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Deuteronomy 16
Deuteronomy 16
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 17 →
1
დაიცევ თთუჱ იგი ახალთაჲ და ჰყვი იგი უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ თუესა მას ახალთასა გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ღამე ეგჳპტით.
2
და დაჰკლა შენ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა შენისა ცხოვარი იგი და ზროხაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, წოდება და სახელი მისი მას ზედა.
3
არა შჭამო მას შინა მფუე, შვიდ დღე უფოველი პური შჭამო ჭირსა მას შინა, რამეთუ მწრაფლ ღამე გამოხუედ ეგვიპტით და მოიჴსენით დღე იგი გამოსლვისა მის თქუენისაჲ ქუეყანით ეგვიპტით ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა.
4
არა იპოოს ცომი შვიდ დღე ყოველთა საზღვართა თქვენთა და არცა განაციოთ ჴორცი იგი, რომელ დაჰკლა მიმწუხრი განთიად დღესა მას პირველსა.
5
ნუ გიფლიენ შენ ჭამად ურიდად საკლველისა მისგან, რომელი-იგი დაიკლას დღესასწაულსა მას ყოველთასა ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.
6
არამედ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ დაკლის საკლველი იგი დღესასწაულთაჲ მათ, მწუხრი დასლვასა ოდენ მზისასა ჟამსა მას, რომელსაცა გამოხუედ ქუეყანით ეგვიპტით.
7
შეაგბო და შესწვა და შეშჭამო ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერამან შენმან და მიიქცე ხვალისაგან და მიხვიდე სახიდ შენდა.
8
ექუს დღე უფუველი შჭამო და მეშვიდესა დღესა განჴსნაჲ არს დღესასწაულისაჲ მის უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა ჰქმნე მას შინა ყოველივე საქმე შვიდი შვიდეული მრგულიად აღრაცხო თავისა, რაჟამს იწყო მანგლისა საქმე მკათა, მიერითგან აღირაცხო შვიდი შვიდეული.
10
და ჰყო დღესასწაული იგი შვიდეულთაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, რავდენცა ეძლოს ჴელთა შენთა, რავდენცა-რაჲ განგემარჯოს შენ, რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერმთან შენმან.
11
და იხარებდე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, შენ, და ძენი შენნი და ასული შენნი, მონაჲ, და მჴევალი შენი და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქსა შენსა და მწირი იგი, და ობოლი იგი და ქურივი იგი, რომელი მყოფ იყოს თქუენ შორის ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი.
12
და მუნ მოიჴსენო, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგვიპტელთასა. ამის გამო დაიმარხნე და ჰყვნე მცნებანი ესე.
13
დღესასწაული იგი ტალავრობისაჲ ჰყვი თავისა შენისა შვიდ დღე შეკრებასა მას კალოჲსა შენისასა და საწნეხელისა შენისასა.
14
და იხარებდე დღესასწაულსა მას შენსა შენ, და ძე ეგე შენი, და ასული შენი, მონა და მჴევალი შენი, და ლევიტელიცა იგი, და მწირი, და ობოლი და ქურივი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა.
15
შვიდ დღე ჰყო დღესასწაული იგი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან თავისა შენისა, უკეთუ გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა ზედა ნაყოფთა შენთა და ყოველთა ზედა საქმეთა ჴელთა შენთასა, და იყო შენ სახარულევან.
16
შვიდგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი წული ყრმაჲ შენი წარდგინებად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან თავისა თვისისად დღესასწაულსა მას უფუველთასა და დღესასწაულსა მას შვიდეულთასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა, არა ეჩვენო შენ პირსა უფლისასა ჴელცუდად, არამედ თითოეულად რავდენ-რაჲ.
17
ძალი აქუნდეს ჴელთა შინა მისთა კურთხევისა მისთჳს უფლისაჲსა, რომელ მოგცეს შენ.
18
მსაჯული და განმგებელნი და მწიგნობარნი დაიდგინნე თავისა შენისა ყოველთაგან ნათესავთა შენთა ყოველთა მათ ქალაქთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან, რომელმან მოგცეს შენ და შჯიდე ერსა მას სიმართლისა საშჯელითა,
19
ნუ გარდასდრეკ სასჯელსა, ნუცა შჯით თუალხუმით, ნუცა მიიღებნ ქრთამსა, რამეთუ ძღუენმან და ქრთამმან დაუყვნის თუალნი ბრძენთანი და გარდაიქცინის სიმართლისანი.
20
სიმართლით სამართალსა შეუდეგით, რათა სცხონდეთ და შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
21
არა ისხა თავისა შენისა სერტყები სამსახურებელად თავისა შენისა და ყოვლისავეგანი ხისა მაღნარსა გარეშე საკურთხეველსა მას უფლისა ღმრთისა შენისასა.
22
ნუ აღმართებ თავისა შენისა ძეგლად, რომელ-იგი მოიძულა უფალმან ღმერთმან შენმან.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34