bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Deuteronomy 26
Deuteronomy 26
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 27 →
1
და იყოს, რაჟამს შეხჳდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად დამკჳდრებად და შენებად მას ზედა.
2
მოიღო შენ პირველი იგი ნაწილი ნაყოფთა მათ მის ქუეყანისთაჲ, რაჲცა იყოს და შთაასხ იგი კოლოფსა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა.
3
და მიხვიდე შენ მღდლისა მის, რომელი-იგი იყოს მათ ჟამთა და ჰრქუა მას: ვჰმადლობ მე დღესდღე უფალსა ღმერთსა ჩემსა, რამეთუ შევედ მე ქვეყანასა მას, რომელ-იგი ეფუცა უფალი ღმერთი მამათა მათ ჩუენთა მოცემად ჩუენდა.
4
და მოიღოს მღდელმან კოლოფი იგი ჴელთაგან შენთა და დადგას წინაშე საკურთხეველსა მის უფლისა ღმრთისა შენისა.
5
სიტყუად იწყო შენ წინაშე უფლისა შენისა და ჰრქუა: ასურეთი დაუტევა მამამან ჩუენმან და შთავიდა ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ მცირედ ჟამ და შეიქმნა იგი ნათესავად დიდად და მრავლად ფრიად.
6
და გუაჭირებდეს ჩუენ დიდად ფრიად და დაგვიდგეს ჩუენ საქმე ფიცხელი და ბოროტი.
7
და ვღაღადებდით ჩუენ უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა და შეესმა უფალსა ჴმისა ჩუენისაჲ და მოგუხედნა დამდაბლებასა ჩუენსა და ურვასა და ჭირსა ჩვენსა.
8
და გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით ძალითა მრავლითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, სასწაულებითა და ნიშებითა მრავლითა.
9
და შემომიყვანნა ჩუენ ადგილსა ამას და მომცა ჩუენ ქუეყანაჲ ესე, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.
10
აწ ესერა, მე მოვედ და მოვიღე პირველი ნაყოფი ქუეყანისაჲ ამის, რომელი მომცა მე უფალმან ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი და თაყუანი-სცე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
11
და იხარებდე შენ ყოვლითა მით კეთილითა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, შენ და სახლი შენი და ლევიტელი იგი და მწირი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო შენ თანა.
12
უკეთუ გამოასრულო გამოცემად ყოველი იგი ათეული ნაყოფისა მის ქუეყანისა შენისაჲ წელსა მას მესამესა, მეორე ნაწილი ათეულისაჲ მის მისცე ლევიტელსა მას და მწირსა მას, და ობოლსა მას და ქურივსა მას, ჭამენ ქალაქსა მას შინა შენსა და განძღებოდიან.
13
და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას და მწირსა მას და მსხემსა მას ობოლსა მას და ქურივსა და ყოველნი იგი მცნებანი შენნი, რომელ მამცნენ მე, დავიმარხენ და არა დავივიწყენ იგი მცნებანი შენნი.
14
და არა ვჭამე მისგანი ნაკლულევანებითა ამით ჩემითა და არცა განვაბნიე მისგანი ბილწებითა, და არცა წარ-რაჲ-ვაგე მისგანი მკუდართა მიმართ, არამედ ვისმინე ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ და ვყვენ ყოველნი იგი მცნებანი მისნი.
15
აწ გარდამოიხილე შენ ზეცით სამკჳდრებლით შენით და აკურთხე ერი ესე შენი ისრაჱლი და ქუეყანაჲ ესე, რომელი მოეც ამათ, ვითარ-იგი ეფუცა მამათა მათ ჩვენთა მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ იგი, რომელი გამოადინებს სძესა და თაფლსა.
16
ამას დღესა შინა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სამართალთა და მშჯავრთა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
17
გამოირჩიე შენ უფალი ღმერთი შენი ყოფად შენდა ღმრთად და ვიდოდე ყოველთა გზათა მისთა და დაიმარხენ ყოველნი სიმართლენი და მშჯავრი მისნი.
18
მორჩილ იყავ და ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ გამოგირჩია შენ დღეს უფალმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ და იმარხვიდე შენ ყოველთა მცნებათა მისთა.
19
და იყო შენ ზეშთა ყოველთავე ნათესავთა, ვითარცა გყო შენ სახელოვან და დიდებულ, რათა იყო შენ ერად წმიდად უფლისა ღრთისა შენისა ვითარცა გეტყოდა შენ.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34